ზურაბიშვილი დაცვით გარშემორტყმული იდგა სცენის წინ, მოუწია დროზე ადრე დაეტოვებინა თავისუფლების მოედანი - კობახიძე
"ქართული ოცნება" პრეზიდენტის კრიტიკას არ წყვეტს - ირაკლი კობახიძე და მისი გუნდი 3 დღეა, იმეორებს, რომ "სალომე ზურაბიშვილს მორალური უფლება არ ჰქონდა, ხალხთან ერთად ეზეიმა კანდიდატის სტატუსი".
ირაკლი კობახიძე, რომელიც ლექცის ჩასატარებლადაც კი დაცვასთან ერთად გადაადგილდება, დღეს ამბობდა, რომ "სალომე ზურაბიშვილი დაცვით გარშემორტყმული იდგა სცენის წინ და შემდეგ მოუწია დროზე ადრე იმ ტერიტორიის დატოვება":
ზურაბიშვილი დაცვით გარშემორტყმული იდგა სცენის წინ და შემდეგ მოუწია დროზე ადრე იმ ტერიტორიის დატოვება, ეს მეტყველებს, რომ საზოგადოება ხედავს ყველაფერს. სალომე ზურაბიშვილი ყველაფერს აკეთებდა, რათა ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. ერთხელ ვერ ვათქმევინეთ მას ბოლომდე, რომ საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. ასეთ ადამიანს, რა თქმა უნდა, არავითარი მორალური უფლება არ ჰქონდა, ხალხთან ერთად ეზეიმა კანდიდატის სტატუსი იმ დღეს თავისუფლების მოედანზე“, - აღნიშნა კობახიძემ.
ამასთან, ირაკლი კობახიძის შეფასებით, თავისუფლების მოედანზე სალომე ზურაბიშვილის მისვლის მიზანი მორიგი პროვოკაცია იყო.