შეჯიბრი ივანიშვილის ქებაში - ემზადება თუ არა ოლიგარქი პოლიტიკურ სცენაზე დასაბრუნებლად?

18.12.23 20:03
შეჯიბრი ივანიშვილის ქებაში - ემზადება თუ არა ოლიგარქი პოლიტიკურ სცენაზე დასაბრუნებლად?

მესამედ მოსვლის მოლოდინში - დიდმა შეჯიბრმა ივანიშვილის ქებაში, "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებებმა გააჩინა ეჭვი, რომ ქვეყნისთვის გადამწყვეტი არჩევნების წინ ოლიგარქს  "ოცნება" ისევ მაშველ რგოლად იხმობს.   ღარიბაშვილსაც კი ივანიშვილი ამდენჯერ  არასდროს უხსენებია, ოლიგარქის მესამედ მოსვლის ამბავი არ უარყო  პარლამენტის თავმჯდომარემ, კობახიძე  თქვა, რომ "ივანიშვილს გუნდის გაძლიერება  შეუძლია".   როგორც წესი,  კი ამას ოლიგარქი პარტიისთვის ყველაზე  კრიტიკულ მომენტში აკეთებს. 

პარტიას რომ კრიზისი აქვს, ეს დღეს პრემიერის  აღიარებამაც დაადასტურა.  ღარიბაშვილი უარს ამბობს პარტნიორების ლანძღვაზე.  თქვა,  რომ  საქართველოს  კანდიდატის სტატუსის მიღებაში შეერთებული შტატები  დაეხმარა  და ეს იმ ფონზე, როდესაც   ყოფილი ელჩი ამავე ხელისუფლებამ პრაქტიკულად მტრად გამოაცხადა და  აბრალებდნენ, რომ ელჩი  საქართველოს  ომში ჩართვას ითხოვდა.  დღეს პრემიერი გადასხვაფერდა და  მსგავსი არაფერი გაუმეორებია.