აქციის ჩასატარებლად დაწესებული შეზღუდვა მოხსნილია

18.12.23 20:42
აქციის ჩასატარებლად დაწესებული შეზღუდვა მოხსნილია

საპროტესტო აქციის ჩასატარებლად შეზღუდვა მოიხსნა - პროტესტის ორგანიზატორები აღარ იქნებიან ვალდებულები, წინასწარ ნებართვა ადგილობრივი ხელისუფლებისგან მიიღონ. საკონსტიტუციო სასამართლომ ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას სარჩელი დააკმაყოფილა. გადაწყვეტილებაში წერია, რომ მანიფესტაციის ჩატარებამდე 5 დღით ადრე   მთავრობის გაფრთხილების ვალდებულება არის არაკონსტიტუციური და ის უნდა გაუქმდეს. მოსამართლეებმა დაადგინეს, რომ აქცია შესაძლოა, ისე სპონტანურად დაიგეგმოს, რომ რამდენიმე დღით ადრე შეუძლებელია, ვინმემ იცოდეს.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.