საქართველოს უარი " მაგნიტსკის" სიას - რა პოლიტიკური თამაში დაიწყო "ოცნებამ"

18.12.23 20:11
საქართველოს უარი " მაგნიტსკის" სიას - რა პოლიტიკური თამაში დაიწყო "ოცნებამ"

"ქართული  ოცნების" კიდევ ერთი გადაწყვეტილება,  რითაც გახარებული პუტინი იქნება. საქართველო  არ შეუერთდა  ევროკავშირის შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც  მაგნიტსკის სიაში მყოფ პირებს სანქციები დაუწესდება.   ქვეყანა ავტომატურად ეთიშება პუტინის რეჟიმის მხარდამჭერების წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს. 2020 წელს "მაგნიტსკის" სიას ოფიციალური თბილისი  შეუერთდა,  წელს კი აღარ. არადა ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატი ქვეყანა,  საქართველოს გარდა მაგნისტკის სიიის მხარდამჭერი გახდა.

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადების თანახმად, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, „მაგნიტსკის ევროპული სია” 2026 წლის 8 დეკემბრამდე გახანგრძლივდეს.

გადაწყვეტილებას შეუერთდნენ კანდიდატი ქვეყნები: ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა, მოლდოვას რესპუბლიკა და ბოსნია და ჰერცეგოვინა, ასევე EFTA-ს (ვროპის ეკონომიკური ზონის) ქვეყნები: ისლანდია, ლიხტენშტეინი და ნორვეგია, ეწევრები.

რატომ არ შეუერთდა საქართველო "მაგინიციკის" სიას ახალი ვადით, ამ კითხვით "პირველბმა" საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა, თუმცა უწყებიდან პასუხი ჯერ არ მიგვიღია. 

რა პოლიტიკური თამაში დაიწყო "ქართულმა ოცნებამ" ამ დემარშით? -  დეტალები რუსუდან ჯაბანიშვილის ჩართვიდან