მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი მიმალვაშია - სახ.დეპის სანქციების შემდეგ სისტემა სრულად ჩაიკეტა
სასამართლო კლანი მიმალვაშია - სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების შემდეგ კლანის წევრები საჯარო სივრციდან ეტაპობრივად გაქრნენ. აღარსად ჩანს ლევან მურუსიძეც კი, რომელიც მედიის კითხვებსაც პასუხობდა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოსამართლე იყო. ბოლო რამდენიმე თვეა, კლანი დუმს. საბჭოს სხდომები ისე ტარდება, რომ მედიას არავინ ატყობინებს. სისტემა პრაქტიკულად სრულად ჩაიკეტა. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ამ დრომდე ითხოვს გასაჯაროვდეს ის დოკუმენტები, რომლებიც კანონის მიხედვით ისედაც საჯარო უნდა იყოს. იურისტები იძულებული გახდნენ, სარჩელი სასამართლოში შეეტანათ.
ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.