პრეზიდენტის ლანძღვის დღის წესრიგი - "ოცნებამ" ზურაბიშვილი თავისუფლების მოედნიდან გაქცევაში დაადანაშაულა

18.12.23 20:13
პრეზიდენტის ლანძღვის დღის წესრიგი - "ოცნებამ" ზურაბიშვილი თავისუფლების მოედნიდან გაქცევაში დაადანაშაულა

პრეზიდენტზე გაბრაზებულმა "ქართლმა ოცნებამ" დღეს სალომე ზურაბიშვილი ლამის თავისუფლების მოედნიდან  გაქცევაში დაადანაშაულა. "ზურაბიშვილმა სახალხო ზეიმი დროზე ადრე დატოვა"- ამტკიცებდა ირაკლი კობახიძე და აქცენტს აკეთებდა, რომ პრეზიდენტი თავისუფლების მოედანზე დაცვით იდგა. 

პრეზიდენტი რომ დაცვამ არ უნდა  დატოვოს ამას პირად მცველებს კანონი  ავალდებულებს. განსხვავებით ირაკლი კობახიძისგან, რომელიც უნივერსიტეტში,  ლექციებზეც კი სახელმწიფო დაცვით გადაადგილდება. პრეზიდენტის აქციაზე გამოჩენა  "ქართული ოცნებისთვის" მოულოდნელი სიურპრიზი  აღმოჩნდა და   ამიტომ  დღეს კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს. 

ვინ რა თქვა  - ნატა ქაჯაია სპეციალურად "პირველებისთვის"