ქართველი ემიგრანტები არჩევნებში ხმის მიცემის უფლებას ითხოვენ
ქართველი ემიგრანტები ხმის უფლებას ითხოვენ - ის საარჩევნო უბნები, რომლებიც საზღვარგარეთ არის გახსნილი, ემიგრანტების 90 პროცენტისთვის მიუწვდომელია. მაგალითად საფრანგეთში მხოლოდ პარიზშია ერთი უბანი და სხვა ქალაქებიდან იქ საქართველოს მოქალაქეები უბრალოდ ვერ ჩადიან. ქართული დიასპორის წარმომადგენლების პრობლემებს მამუკა ხაზარაძე სტრასბურგში ისმენდა. საუბრის მთავარი თემა ის უმძიმესი სოციალური და პოლიტიკური ფონი იყო, რის გამოც ქართველებს ქვეყნის დატოვება უწევთ. "ლელოს" ლიდერმა ემიგრანტებს ოპოზიციის ერთობის მთავარი პრინციპები და პარტიის მარშლის გეგმა გააცნო.
ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში.