გერმანიაში არალეგალურად მცხოვრებ ქართველებს სამშობლოში იძულებით დაბრუნება ემუქრებათ
ქართველი ემიგრანტები მასობრივი დეპორტაციის მოლოდინში - ვინც გერმანიაში არალეგალურად ცხოვრობს, მათი საქართველოში იძულებით დაბრუნების პროცესი დაჩქარდება. რასაც არ ამბობს გომელაური, თქვა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა. მაღალჩინოსანი რამდენიმე საათში უკვე გომელაურთან გააფორმებს შეთანხმებას. გერმანიის მთავრობამ ჩათვალა, რომ ძალიან მაღალია ქართველი ემიგრანტების რიცხვი და ამიტომ, უკან დაბრუნების ახალი ტალღა დაანონსებულია.
გერმანიის მთავრობის ეს გადაწყვეტილება გასაგებია, თუმცა ჩნდება კითხვა, რას ჰპირდება, ან რას ახვედრებს საქართველოს მთავრობა იმ ადამიანებს, ვინც გაუსაძლისი მდგომარეობის გამო იძულებული გახდნენ უცხო ქვეყანაში გაქცეულიყვნენ. საქართველოში გაყიდეს ყველაფერი, რომ პურის ფულის საშოვნელად საზღვარგარეთ წასულიყვნენ. არადა ხელისუფლებას შეუძლია, რომ ევროკავშირის ქვეყნებთან მოლაპარაკებები აწარმოოს და საქართველოს მოქალაქეებს გრძელვადიანად დასაქმების უფლება ჰქონდეთ.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.