ევროკავშირი საქართველოს ცის უსაფრთხოებისთვის წლებია მილიონებს ხარჯავს - რატომ მალავდნენ?

18.12.23 20:20
ევროკავშირი საქართველოს ცის უსაფრთხოებისთვის წლებია მილიონებს ხარჯავს - რატომ მალავდნენ?

ევროკავშირი საქართველოს ცის უსაფრთხოებისთვის წლებია მილიონებს ხარჯავს - დღეს გავიგეთ, რომ თურმე, 2021 წლიდან მოყოლებული ამ დრომდე გვაძლევენ დიდ ფულს, რომ გავზარდოთ თავდაცვის უნარიანობა. ეს ყველაფერი კი თავდაცვის მინისტრმა მხოლოდ დღეს აღიარა. ჯუანშერ ბურჭულაძემ თქვა, რომ თბილისის ცა ისეთი დაცული ხდება, როგორც არასდროს და ამისთვის ევროკავშირი თანხას ყოველწელს აორმაგებს. 

თუ წლებია ევროკავშირი გვეხმარება, მაშინ რატომ აბრალებდა "ოცნება" პარტნიორებს, რომ თითქოს,  ჩვენს ქვეყანაში ომის დაწყება და მეორე ფრონტის გახსნა უნდოდათ. მას შემდეგ, რაც მინისტრმა ბურჭულაძემ ეს კითხვა მოისმინა, ჟურნალისტების კითხვა უპასუხოდ დატოვა. თუმცა ფაქტია, რომ თავდაცვის მინისტრმა ხელისუფლების ანტიდასავლური პროპაგანდა დღეს სრულად ჩამოანგრია.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.