დეოლიგარქიზაციას ვერ განახორციელებს ოლიგარქის არაფორმალური მმართველობის ქვეშ მყოფი მთავრობა - სამადაშვილი

18.12.23 22:29
დეოლიგარქიზაციას ვერ განახორციელებს ოლიგარქის არაფორმალური მმართველობის ქვეშ მყოფი მთავრობა - სამადაშვილი

ქართველი ოლიგარქი პოლიტიკურ ავანსცენაზე - პარტია "ლელო საქართველოსთვის" დეპუტატი, სალომე სამადაშვილი დარწმუნებულია, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ არჩევნებში "ქართული ოცნებისთვის" ხმის მიცემა ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ პარტიის არაფორმალური მმართველი ელექტორალურად ბევრად უფრო წონიანია, ვიდრე კობახიძე-ღარიბაშვილის გუნდი, რომელსაც სამადაშვილის თქმით, ხმას არავინ მისცემს.

პირველ რიგში, ვთქვათ, რომ "ქართულ ოცნებას" ვერც ექნება ვერასდროს ვერანაირი გეგმა ამ მოთხოვნების შესრულების, რადგან მოდი მივაქციოთ ყურადღება, რა მოხდა დღეს. ვინ გამოვიდა პოლიტიკურ ავანსცენაზე მორიგ ჯერზე ფონად. ვინ მისცემს ხმას ღარიბაშვილს, კობახიძეს, ვინ არის მათი ამომრჩეველი. თუ ვინმე აძლევს ხმას "ქართულ ოცნებას", აძლევს ხმას ივანიშვილის ასე ვთქვათ, დამსახურებით. "ქართული ოცნების" ელექტორატი არის ივანიშვილის ელექტორატი. ღარიბაშვილის და კობახიძის ელექტორატი ვინ არის ახლა, ნუ გადამრიე. ივანიშვილი ელეტორალურად არის უფრო წონიანი "ქართული ოცნების" ამომრჩევლისთვის. ევროკავშირი რას გვეუბნება, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა რა არის, დეოლიგარქიზაცია ხომ. ღარიბაშვილი რომ გამოდის, იწყებს მადლობით ივანიშვილის მიმართ, აგრძელებს მადლობით და ხურავს გამოსვლის მადლობით, რა დეოლიგარქიზაცია უნდა განახორციელოს ოლიგარქის არაფორმალური მმართველობის ქვეშ მთავრობამ", - აღნიშნა სამადაშვილმა.