მთავარია, შეძლებს თუ არა ოპოზიცია, რომ ადამიანებს მისცენ მოტივაცია, გამოვიდნენ არჩევნებზე - ელენე ხოშტარია

18.12.23 23:23
მთავარია, შეძლებს თუ არა ოპოზიცია, რომ ადამიანებს მისცენ მოტივაცია, გამოვიდნენ არჩევნებზე - ელენე ხოშტარია

გამოიყენებს თუ არა ოპოზიცია ევროკომისიის მიერ მიღებულ პოზიტიურ გადაწყვეტილებას - "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია "ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, რომ დროა, ოპოზიციური პარტიები გააქტიურდნენ და საზოგადოებას აუხსნან, თუ როგორ აპირებენ ისტორიული შანსის გამოყენებას მმართველი პარტიის მოწინააღმდეგეები.

ხოშტარიას თქმით, 2024 წლის არჩევნები გადამწყვეტი მნიშვნელობის როლს ატარებს, აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია საზოგადოების აქტიური ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში.

ამ ხელისუფლების არსი არ იცვლება და ჩვენ მივედით იმ ეტაპამდე, რომ ვხედავთ, ეს სტატუსი არის არა რეალიზებული კეთილდღეობა, არამედ შანსი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ და ეს უნდა იყოს ჩვენი ამომავალი წერტილი. რას მოიტყუება "ქართული ოცნება" კი არა, აქ ჩვენ მთავარი კონტრაქტი უნდა გვქონდეს მოსახლეობასთან და კონტრაქტის შინაარსი უნდა იყოს ეს, რომ ჩვენ მოგვეცა ისტორიული შანსი, ნუ ვამხილოთ იმ ტყუილებში, რასაც აუცილებლად იკადრებენ, მაგრამ რაც მთავარია, ხალხს უნდა ავუხსნათ, როგორ ვაღწევთ წევრობას, რომლის შანსიც მოგვცა ევროპამ. ჩვენი მთავარი კონტრაქტი ხალხთან უნდა იყოს, როგორ შევდივართ ევროპაში და როგორ ვიყენებთ ამ ისტორიულ შანსს. აქ მთავარი გზა გადის არჩევნებზე. მთავარი გზა, შეძლებს თუ არა ოპოზიცია, რომ ადამიანები გამოვიდნენ, ჰქონდეთ მოტივაცია, რომ გამოვიდნენ არჩევნებზე", - აღნიშნა ხოშტარიამ.