სტატუსის მოცემით ქართული საზოგადოება მოკავშირედ გაიხადეს, რადგან ყველა ხვდება, რომ პრორუსული ხელისუფლება წარმავალია - ნაცვლიშვილი
ქართველი ხალხის დამსახურებული პოზიტიური გზავნილი ბრიუსელიდან - პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ "პრორუსული ხელისუფლება წარმავალია, ხოლო ევროკომისიამ საკუთარი გადაწყვეტილებით საქართველო და ქართული საზოგადოება მოკავშირედ გაიხადა".
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ მარტის აქციების დროს ქართველი ხალხის ღიად გამოხატულმა ნებამ, საქართველო წარმატებით განვითარდეს ევროინტეგრაციის გზაზე, ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება განაპირობა.
რატომ არის იცით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც მივიღეთ ბრიუსელიდან. ბრიუსელმა კანდიდატის სტატუსის მოცემით საქართველოსთვის, მოკავშირედ გაიხადა ქართული საზოგადოება, რადგან ყველა ხვდება, რომ პრორუსული ხელისუფლება წარმავალია, მაგრამ ერი რჩება, ხალხი რჩება, საზოგადოება რჩება და მას გაუგზავნა პოზიტიური იმპულსი. რა დავინახეთ, ჩვენთან ხომ დეზინფორმაციის მთავარი სამიზნე არის იმედი, რომ ადამიანმა იგრძნოს, რომ ერთი ადამიანის პოსტს, აქციაზე წასვლას, პროტესტის გამოთქმას აზრი არ აქვს, მათ ხომ უნდათ, რომ ასე ვიფიქროთ. ახლა დავინახეთ, რომ წვეთწვეთად მოქალაქეების მიერ დაგროვილმა აქტიურობამ მოგვიტანა ის, რომ ამ ხმამ გადაწონა პრორუსული ხელისუფლების ხმა და სტატუსი მიიღო საზოგადოებამ", - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.