გერმანიაში საქართველოს მოქალაქეებისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მიღების შანსი ნახევარ პროცენტზე ნაკლებია

19.12.23 11:10
გერმანიაში საქართველოს მოქალაქეებისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მიღების შანსი ნახევარ პროცენტზე ნაკლებია

გერმანიაში საქართველოს მოქალაქეებისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მიღების შანსი ნახევარ პროცენტზე ნაკლებია. ეს განცხადება "პირველების" კითხვაზე პასუხისას გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა.

გერმანია საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად მიიჩნევს, რაც იმას ნიშნავს რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის თავშესაფრის მიღების შანსი მინიმალურ ზღვარზეა.

გერმანიის ნომერ პირველმა პოლიციელმა დღეს დილით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან ახალი შეთანხმება გააფორმა, რაც გერმანიაში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში გამარტივებული წესით დაბრუნებასაც ითვალისწინებს.

უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მინიჭებით ინდივიდუალური უფლების კუთხით არაფერი იცვლება, მაგრამ 0,3%-ია თავშესაფრის მაძიებლის დაკმაყოფილების კვოტა და ამ გადაწყვეტილების მიღება აუცილებელი იყო. ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, რომელიც უფრო აძლიერებს და ინტენსიურს ხდის თანამშრომლობას. ჩვენ ხაზს ვუსვამთ არალეგალური მიგრაციის შეზღუდვისთვის მნიშვნელოვან საკითხებს და იმ პირების უკან დაბრუნებას, ვისაც ლეგალური ბინადრობის უფლება არ აქვს და ბინადრობას ითხოვს. ბუნდესტაგმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, რაც ჩვენი სასამართლო სისტემის განტვირთვას ხელს შეუწყობს. ჩვენ მაღალკვალიფიციური მუშახელი გვჭირდება. თანამშრომლობა ძლიერდება განათლების სფეროშიც", - განაცხადა  გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა.