რა ბედი ელით გერმანიაში სამკურნალოდ წასულ საქართველოს მოქალაქეებს? - რას ამბობს გომელაური

19.12.23 11:30
რა ბედი ელით გერმანიაში სამკურნალოდ წასულ საქართველოს მოქალაქეებს? - რას ამბობს გომელაური

რა ბედი ელით საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც გერმანიაში სამკურნალოდ წავიდნენ - ამ კითხვაზე პასუხისგან საქართველოში მყოფმა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა თავი შეიკავა, თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ვრცლად ისაუბრა და თქვა, რომ სხვა ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებს ვერ გაუწევენ იმ ხასრისხის სამედიცინო მომსახურებას, რაც საქარველოში აქვთ.

საქართველოში ყველა ადამიანისთვის არის უფასო მკურნალობა. ამის პრობლემა ჩვენ არ გვაქვს. მაგალით მოგიყვანთ, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო სამი წლის წინ და მანახა უამრავი ქართველის განცხადება, რომ ითხოვდნენ ც-ჰეპატიტზე მკურნლობას. საფრანგეთში ეს არ შეეძლოათ, ამ დროს ჩვენთან სრულიად უფასო იყო ც-ჰეპატიტზე მკურნალობა და მათ ეს განცხადებები, რა თქმა უნდა, არ დაუკმაყოფილეს. ამიტომ, იმაზე, რომ იცი რა, ამ პრეპარატებით მე ჩემს ქვეყანაში ვერ მკურნალობენ და აქ უნდა ვიმკურნალო, ამაზე, რა თქმა უნდა, არავინ გაგითვალისწინებს, იმიტომ, რომ ეს არასწორია ელემენტარულად. ბევრი მიდიოდა ვითომ სამუშაოდ, მერე სხვა ქვეყანაში ვპოულობდით. იყო ქურდობა. სამწუხაროდ, გვინდა თუ არა გვინდა, ეს ხდება", - განაცხადა გომელაურმა.

გერმანიაში საქართველოს მოქალაქეებისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მიღების შანსი ნახევარ პროცენტზე ნაკლებია. ეს განცხადება "პირველების" კითხვაზე პასუხისას გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა.

გერმანია საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად მიიჩნევს, რაც იმას ნიშნავს რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის თავშესაფრის მიღების შანსი მინიმალურ ზღვარზეა.

გერმანიის ნომერ პირველმა პოლიციელმა დღეს დილით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან ახალი შეთანხმება გააფორმა, რაც გერმანიაში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში გამარტივებული წესით დაბრუნებასაც ითვალისწინებს.