"ოცნებისთვის" ივანიშვილი მთავარი საარჩევნო საარჩევნო რესურსია, აბა, ვინ მისცემს ხმას ღარიბაშვილ-კობახიძეს? - სამადაშვილი
ივანიშვილის დაბრუნება საარჩევნოდ?! - "ლელო"-ს ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილის თქმით, იმ ფონზე როცა ევროკავშირი საქართველოსგან დეოლიგარქიზაციას ითხოვს, "ქართული ოცნებისთვის" მთავარ საარჩევნო რესურსად ისევ ბიძინა ივანიშვილი რჩება.
დეპუტატის თქმით, კობახიძე-ღარიბაშვილს "ქართული ოცნების" მხარდამჭერებიც კი არ აძლევენ ხმას:
გასაგებია, რომ "ქართული ოცნებისთვის" ბიძინა ივანიშვილია მთავარი საარჩევნო საარჩევნო რესურსი. ვინ მისცემს აბა ხმას ღარიბაშვილ-კობახიძეს? არ მგონია, რომ თუნდაც "ქართული ოცნების" ამომრჩეველი ხმას აძლევდეს. მე შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, ქართული პოლიტიკის დეოლიგარქიზაციაა და როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იწყებს, აგრძელებს და ამთავრებს მადლობებით ივანიშვილის მიმართ და არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, ივანიშვილმა როგორც ჩანს დაიწყო საჯაროდ გამოჩენა, მგონი, ყველაფერი ნათელია, რომ სანამ ეს ხელისუფლება არ შეიცვლება, არანაირი დეოლიგარქიზაცია ამ ქვეყანაში ვერ და არ მოხდება"- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ბიძინა ივანიშვილი საჯარო სივრცეს დაუბრუნდა. ხანგრძლივი გაუჩინარების შემდეგ ქართველი ოლიგარქი რუსთველის თეატრში, რამაზ ჩხიკვაძის იუბილეზე მივიდა.
ოლიგარქის გამოჩენას წინ „ქართული ოცნების“ მხრიდან მისი ქების კამპანია უძღოდა. დღისით ღარიბაშვილმა ქვეყნის ყველა მიღწევა მათ შორის კანდიდატის სტატუსი ივანიშვილის დამსახურებად მონათლა, დღის ბოლოს კი ოლიგარქი გამოჩნდა.
ბიძინა ივანიშვილმა თეატრი მეუღლესთან ერთად კომენტარის გარეშე დატოვა.