ხელმოწერების შეგროვება დაწყებულია - ემიგრანტები ხმის მიცემის უფლებას ითხოვენ

19.12.23 11:36
ხელმოწერების შეგროვება დაწყებულია - ემიგრანტები ხმის მიცემის უფლებას ითხოვენ

მიიღებენ თუ არა გადამწვეტ არჩევნებში მონაწილეობას ემიგრანეტები? - ხელმოწერების შეგროვება დაწყებულია. ემიგრანტების ხმის უფლებას ითხოვენ. საარჩევნო უბნები, რომლებიც საზღვარგარეთ არის გახსნილი, მათი დიდი ნაწილისთვის მიუწვდომელია, ამიტომ ემიგრანტებთან ერთად ოპოზიცია ქალაქებში, სადაც საქართველოს მოქალაქეები იმყოფებიან, უბნების გახსნას ითხოვენ.

განცხადება ამ თემაზე დღეს ელენე ხოშტარიამ და ზურა ჯაფარიძემ გააკეთეს და საარჩევნო ადმინისტრაციას მიმართეს.

9 ქვეყნის 42 ქალაქში დაიწყო ხელმოწერების შეგროვება. ფაქტია, რომ ემიგრანტებში, ადამიანებში, ვინც დატოვეს ქვეყანა, არის ძალიან დიდი ენთუზიაზმი იმისა, რომ განხორციელდეს მათი კონსტიტუციური უფლება და ჩვენ ვართ ვალდებულები და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სახელმწიფო და ცესკო არის ვალდებული, რომ მათი ეს კონსტიტუციური უფლება იყოს უზრუნველყოფილი. ჯერ-ჯერობით ჩვენ სერიოზული, არგუმენტირებული რეაქცია ცესკოდან, სახელმწიფოდან არ გავქვს, - ამბობს ელენე ხოშტარია.

ზურა ჯაფარიძე პირდაპირ ამბობს, რომ არჩევნების ბედი დიდწილად სწორედ ემიგრანტების ხმებზე იქნება დამოკიდებული.

ჩვენ ვთვლით, რომ ერთის მხრივ, 1 მლნ-ზე მეტი მოქალაქე, რომელიც იმყოფება ქვეყნის გარეთ, მოკლებულია კონსტიტუციურ უფლებას, რომ მისცეს ხმა, იმის გამო, რომ პროცედურები არის საკმაოდ რთული და ეს პროცედურები დაკავშირებულია ხარჯებთან და დროსთან და მეორეს მხრივ, მიგვაჩნია, რომ ამ არჩევნების ბედი მნიშვნელოვნად შეიძლება იყოს დამოკიდებული იმაზე, რამდენად ბევრი ემიგრანტი მიიღებს ამ არჩევნებშ მონაწილეობას, - ამბობს ზურა ჯაფარიძე.

უკვე რამდენიმე კვირაა, ევროპის და ამერიკის ქალაქებში მიმდინარეობს კამპანია სახელწოდებით "საარჩევნო ყუთი შენს ქალაქში". საქართველოს მოქალაქეები ხელმოწერენის აგროვებენ და  პატარა ქალაქებშ საარჩევნო უბნების გახსნას ითხოვენ.