ორჯერ მოსვლისა და ორჯერ წასვლის შემდეგ, ვიხილავთ თუ არა ივანიშვილის მესამედ დაბრუნებას - რა მოლოდინი აქვს ოპოზიციას?
ორჯერ მოსვლისა და ორჯერ წასვლის შემდეგ, ვიხილავთ თუ არა ივანიშვილის მესამედ დაბრუნებას? - კითხვა აქტუალური "ქართული ოცნების" ლიდერების ქებაში შეჯიბრისა და ამის შემდეგ, რამდენიმე საათში, ოლიგარქის საჯარო სივრცეში გამოჩენის შემდეგ გაჩნდა.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ მათი მთავარი ამოცანა სწორედ დეოლიგარქიზაციის დასრულება უნდა იყოს.
"ევროპული საქართველოს" ლიდერი მიიჩნევს, რომ "ამ ტიპის რეჟიმის შეცვლას სჭირდება დიდი უმრავლესობის კონსენსუსი და მოტივირება":
პოლიტიკოსის თქმით, საერთო კონსენსუსის გარეშე ქვეყანა ჭაობიდან ვერ ამოვა:
ივანიშვილი რომ აკონტროლებს ყველაფერს, ეს ყველასთვის ცნობილია, ამ ტიპის რეჟიმის შეცვლას სჭირდება დიდი უმრავლესობის კონსენსუსი და მოტივირება და ეგ არის ჩვენი ამოცანა შემდეგ არჩევნებზე და ზოგადად ამ ქვეყნის ამოცანა, სხვანაირად ამ ჭაობიდან ვერ ამოვალთ.
რაც შეეხება "გირჩი მეტი თავისუფლების" პოზიციას, ზურა ჯაფარიძეს ეეჭვება, რომ ოლიგარქი "ქართული ოცნების" გადასარჩენად პოლიტიკაში მესამედ დაბრუნდეს.
პოლიტიკაში დაბრუნება იქნება, როცა გამოვა, არ ეზარება ხოლმე, ან დიდ წერილს გამოაცხობს, წაგვაკითხებს, ან რამე მიმართვას ჩაწერს, რითიც გვამცნობს, რომ ბრუნდება, თუმცა მეეჭვება"- უთხრა ჯაფარიძემ "პირველებს".
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ოლიგარქი ქვეყნის რუსეთიფიკაციისს გეგმაში მხილებულია და მას ამისთვის პასუხისგება მოუწევს.
თინა ბოკუჩავას ოლიგარქი ივანიშვილის უპირატესი გეგმაა, ქვეყანა კულისებიდან მართოს:
ივანიშვილის უპირატესი გეგმაა, ქვეყანა კულისებიდან მართოს - არაფორმალური, ოლიგარქიული მმართველობის ფორმით, სადაც ყველა პოლიტიკური გადაწყვეტილება მისი სურვილით მიიღება, თუმცა ის ვერ აირიდებს იმ პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, ეროვნულო პასუხისმგებლობას, რომელიც მას ეკისრება იმისთვის, რომ მისი რეჟიმის პირობებში არის რეალური ჩვენი ქვეყნის რუსეთიფიკაციის მცდელობა"- თქვა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ.
ბიძინა ივანიშვილი საჯარო სივრცეს დაუბრუნდა. ხანგრძლივი გაუჩინარების შემდეგ ქართველი ოლიგარქი რუსთველის თეატრში, რამაზ ჩხიკვაძის იუბილეზე მივიდა.
ოლიგარქის გამოჩენას წინ „ქართული ოცნების“ მხრიდან მისი ქების კამპანია უძღოდა. დღისით ღარიბაშვილმა ქვეყნის ყველა მიღწევა მათ შორის კანდიდატის სტატუსი ივანიშვილის დამსახურებად მონათლა, დღის ბოლოს კი ოლიგარქი გამოჩნდა.
ბიძინა ივანიშვილმა თეატრი მეუღლესთან ერთად კომენტარის გარეშე დატოვა.