"ოცნების" უარი "მაგნიტსკის სიას" - საგარეო დუმს
"ქართული ოცნების " საგარეო პოლიტიკის დამსახურებით საქართველო ისევ რუსულ ბანაკში აღმოჩნდა - საგარეო საქმეთა სამინისტრო მეორე დღეა დუმს და არაფერს ამბობს, რატომ არ უჭერს მხარს ჩვენი ქვეყანა „მაგნიცკის სიის" გახანგრძლივებას?!
სანქციების კიდევ სამი წლით გაგრძელებას რუსი ოლიგარქებისთვის ,მოსამართლეებისთვის, პროკურორებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც მსოფლიოში დემოკრატიას უქმნის საფრთხეს მხარს ევროკავშირის ყველა წევრი და კანდიდატი ქვეყანა უჭერს, საქართველო კი ახლა რეგიონშიც კი ერთადერთია, ვინც ევროკავშირის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა.
ოპოზიცია ვარაუდობს, რომ ოცნებას ეშინია, მმართველი პარტია თავს იზღვევს რადგან სიის ავტორმა ერთხელ უკვე თქვა რომ შავ სიაში შესაძლოა ქართველებიც მოხვდნენ.
საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადების თანახმად, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, „მაგნიტსკის ევროპული სია” 2026 წლის 8 დეკემბრამდე გახანგრძლივდეს.
გადაწყვეტილებას შეუერთდნენ კანდიდატი ქვეყნები: ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა, მოლდოვას რესპუბლიკა და ბოსნია და ჰერცეგოვინა, ასევე EFTA-ს (ვროპის ეკონომიკური ზონის) ქვეყნები: ისლანდია, ლიხტენშტეინი და ნორვეგია, ეწევრები.
საქართველო არ არის იმ ქვეყნების სიაში, რომლებმაც აქტის გახანგრძლივებას მხარი დაუჭირეს.