სააკაშვილის კავშირზე მაგნიცკის სიასთან საუბარი ნონსენსია - სარჯველაძე
რატომ არ უერთდება საქართველო მაგნიცკის სიაში შესული პირების დასანქცირებას - მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ საკითხის ირგვლივ არასწორი აჟიოტაჟია ატეხილი. ამის მიუხედავად, მიხეილ სარჯველაძე გადაწყვეტილებას ვერ ასაბუთებს.
ამასთან, სახელისუფლებო გუნდის წევრი სააკაშვილის საქმესთან მაგნიცკის სიის კავშირს გამრიცხავს.
ნუ ეცდებით, რომ არასწორი აჟიოტაჟები შექმნათ ამ საკითხების ირგვლივ. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, უბრალოდ, მიადევნეთ თვალი, მათ შორის, ევროკავშირის მიერ მიღებულ დოკუმენტებთან თავსებადის კუთხით საქართველოს ბოლოდროინდელ პროგრესს ამ მიმართულებით. განსახილველია ეს საკითხები და ამის მიხედვით ის პოზიციები, რომელიც გაგვაჩნდა, იგივე პრინციპული მიდგომებით ჩვენ გავაგრძელებთ ამ დოკუმენტებთან ზოგადად ჩვენი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას ცალკეული მიერთების ან არ მიერთების სახით. ნონსენსია საუბარი სააკაშვილის თემაზე და მაგნიცკის თემაზე. ეს, ჩემი აზრით, არის პოლიტიკური სპეკულაცი, - ამბობს სარჯველაძე.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ისევ დუმილის რეჟიმშია. მეორე დღეა უწყება არაფერს ამბობს, რატომ არ უერთდება საქარათველო მაგნიცკის სიიაში შესული პირების დასანქცირებას.