მაჭარაშვილის მტკიცებით, ხელისუფლება მაგნიცკის სიას საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე არ შეუერთდა

19.12.23 13:22
მაჭარაშვილის მტკიცებით, ხელისუფლება მაგნიცკის სიას საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე არ შეუერთდა

"ხალხის ძალა" ამტკიცებს, რომ მაგნიცკის სიას ხელისუფლება მხოლოდ იმიტომ არ შეუერთდა, რომ საქართგველოს ინტერესებზე იზრუნა. გურამ მაჭარაშვილი ირწმუნება, რომ საკითხზე ამომწურავ განმარტებებს საგარეო საქმეტა სამინისტრო გააკეთებს. 

ნებისმიერ ხელმოწერაზე თუ თანახელმოწერაზე თუ რაიმე ტიპის აქტთან შეერთებაზე, ბუნებრივია, რომ ჩვენი გუნდი მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც გამომდინარეობს, პირველ რიგში, საქართველოს ინტერესებიდან და რა თქმა უნდა, თავსებადია საერთაშორისო აქტებთან. რა თქმა უნდა, საგარეო საქმეთა სამინისტრო ნებისმიერ ასეთ საკითხთან დაკავშირებით ამომწურავ პასუხს გასცემს, - ამბობს მაჭარაშვილი. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ისევ დუმილის რეჟიმშია. მეორე დღეა უწყება არაფერს ამბობს, რატომ არ უერთდება საქარათველო  მაგნიცკის სიიაში შესული პირების დასანქცირებას.