მაგნიცკის სიასთან არ შეერთება საგანგაშო სიგნალია - ელენე ხოშტარია

19.12.23 13:28
მაგნიცკის სიასთან არ შეერთება საგანგაშო სიგნალია - ელენე ხოშტარია

 "დროას" ლიდერს ელენენე ხოშტარიას მიაჩნია, რომ ხელისუფლების მიერ მაგნიცკის სიაზე არშეერთება საგანგაშო სიგნალია. ოპოზიციონერი ლიდერი პირდაპირ ამბობს, რომ "ოცნების" მთავარ საყრდენს რუსეთი წარმოადგენს და ეს ფაქტიც სწორედ ამას ცხადყოფს. 

მაგნიცკის სიასთან არშეერთება არის, რა თქმა უნდა, საგანგაშო სიგნალი და ჩვენ ვაპირებთ, რომ ძალიან დეტალურად მონიტორინგი ვაწარმოოთ თუ რამდენად ჩამოშორდება ან დაახლოვდება საქართველოს მთავორბის პოზიცია ევროკავშირის პოზიციასთან, რაც არ უნდა მოგვაჩვენონ დღეს, რომ მათ უხარიათ სტატუსი, რეალურად, მათი საგარეო პოლიტიკური, მათი სტრატეგიული საყრდენი არის რუსეთი, შესაბამისად, ესეც ამის ნიშანია, - ამბობს ელენე ხოშტარია. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ისევ დუმილის რეჟიმშია. მეორე დღეა უწყება არაფერს ამბობს, რატომ არ უერთდება საქარათველო  მაგნიცკის სიაში შესული პირების დასანქცირებას.