არჩევნები და საქართველოს მომავალი - მამუკა ხაზარაძე ამსტერდამში ემიგრანტებს შეხვდა
პარტია "ლელო" ემიგრანტებთ შეხვედრებს აგრძელებს. ბრიუსელისა და სტრასბურგის შემდეგ მამუკა ხაზარაძე ამ წუთებში ნიდერლანდების დედაქალაქში იმყოფება. არჩევნები, საქართველოს ევროპული მომავალი და ემიგრაცია - ეს არის ის თემები, რომლის შესახებაც ხაზარაძემ ემიგრანტებთან ერთად განიხილა.
საუბრის თემა იყო საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის აუცილებლობაც. ირკვევა, რომ წელს არჩევნებში მონაწილეობის მსურველი ათასობით ემიგრანტია.
ჩვენმა ამომრჩეველმა უნდა აირჩიოს ის პარტია, ის პროგრამა და ის ხალხი, რომლის პროგრამაც და რომლის ღირებულებებიც მასთან ახლოს იქნება. ეს იქნება სრულად პროპორციული არჩევნები და ამ არჩევნებმა უნდა მოგვიტანოს ჩვენ კოალიციური მმართველობა. ანუ ამ სისტემაზე თუ არ გადავედით, ჩვენ ამ ჩაკეტილ წრეს ვერ გავარღვევთ. ანუ არ იქნება ოპონირება მთავრობაში, არ იქნება საერთო მიზნის გარშემო გაერთიანება და უბრალოდ, ქვეყანა წინ ვერ წავა. თქვენი ჩართულობის გარეშე და თქვენი ხმის მიტანის გარეშე რანაირად მივაღწევთ ჩვენ ამას, ეს საარჩევნო ყუთები იქნება თუ თქვენი ოაჯხის მობილიზება თუ თქვენი ჩამოსვლა არცევნების დღეს თუ ა.შ. ჩვენ ეს თუ გადავტეხეთ, ჩვენ აღმოვჩნდებით მართლა უკვე, ერთის მხრივ სტატუსი გვექნება კანდიდატის, მაგრამ რამდენი ხანი იქნება ჩამოკიდებული თუ მართლა ეს რუსული ფესვები ბოლომდე გავიდა, იქნება ძალიან რთული.
ჩვენ აღმოვჩნდით ჩიხში ანაკლიის პროექტის გამო. ოჩამჩირეშ მიმდინარეობს ძაიან სერიოზული სამხედრო პორტის მშენებლობა. ემ ძალიან ეჭვი მეპარება, რომ 20 კმ-ში როცა რუსული სამხედრო ბაზა შენდება, თან სამხედრო, აქ რაღაც მოხდეს და საერთოდ ეჭვი მეპარებოდა, რომ "ქართული ოცნება" ამ პროექტს განახორციელებდა, - თქვა ხაზარაძემ ემიგრანტებთან შეხვედრისას.