შეხვედრები გვაქვს ზესტაფონში, თერჯოლაში, ქუთაისსა და წყალტუბოში, მთელ საქართველოში ძალიან მძლავრი მუშაობა გვექნება - ვაშაძე
“გამარჯვების კოალიცია” - “ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და “სტრატეგია აღმაშენებელი” იმერეთის რაიონულ ორგანიზაციებთან შეხვედრას მართავს.
შეხვედრაზე განხილულ საკითხებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და 2024 წლის არჩევნები წარმოადგენს. გიორგი ვაშაძის თქმით, “ გამარჯვების კოალიცია” აქტიურ კამპანიას კვლავ განაგრძობს:
“ზემო იმერეთში ვართ, ზესტაფონი, თერჯოლა, ქუთაისი, წყალტუბო- დავდივართ მთელ საქართველოში. საქართველო გახდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა და 1:0 ქართველმა ხალხმა მოუგო “ქართულ ოცნებას”.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევცვალოთ ხელისუფლება არჩევნებით, გავატაროთ სწრაფი რეფორმები და ეს ისტორიული შესაძლებლობა, რომ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები გავხდეთ, რაც შეიძლება მალე განვახორციელოთ. ეს გამოვა მხოლოდ გაერთიანებითა და ერთად დგომით და არა გახლეჩილობის გზით, რომელიც აირჩია "ქართულმა ოცნებამ".
მათი გზა არის გზა არსაითკენ, ჩვენი გზა არის სწრაფი გზა ევროკავშირისკენ, რომელიც მოიტანს მშვიდობას, კეთილდღეობასა და განვითარებას. ამაზე ვსაუბრობთ ყველა რაიონში, გვექნება ძალიან მძლავრი მუშაობა მთელ საქართველოში." - განაცხადა ვაშაძემ