სტატუსის მილოცვა რუსეთის რუკით - ჩიქოვანი ბოდიშს იხდის
ბათუმის მერი ბოდიშს იხდის - არჩილ ჩიქოვანი ამტკიცებს, რომ "ძალიან ცუდი შეცდომა" ტექნიკურ გუნდს მოუვიდა. მისი თქმით, „არ იყო სასიამოვნო, რაც ყველამ დაინახა ვიზუალიზაციის ნაწილში".
"არანორმირებულად გვიწევს შრომა" - ამბობდა მერი.
თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა თანამშრომელზე მუნიციპალიტეტის, მეც მაქვს ჩემი წილი პასუხისმგებლობა და საზოგადოებას, მედიასაშუალებებს, კოლეგებო თქვენც, ვინც ეს შეცდომა იხილა, მინდა ბოდიში მოგიხადოთ. როდესაც არანორმირებულად გვიწევს შრომა და მუშაობა, ეს არ ამართლებს ამ შეცდომას და ამ ფაქტს, მაგრამ ხდება ხოლმე შეცდომები და კიდევ ერთხელ საზოგადოებას ვუხდი ბოდიშს“,- თქვა არჩილ ჩიქოვანმა.," - თქვა ჩიქოვანმა.
ბათუმის მერმა საქართველოს სტატუსის მიღება რუსული რუკით მიულოცა - მაშინ როცა არჩილ ჩიქოვანი ბათუმის საკრებულოში სიტყვით გამოდიოდა, ეკრანზე გამოჩნდა რუსეთის რუკა, რომელსაც ევროკავშირის დროშა გადაადეს.
ფაქტი ოპოზიციამ მწვავედ გააკტიტიკა. მათი თქმით, ბათუმის მერმა სპექტაკლი დადგა, როცა საზოგადოებას კანდიდატის სტატუსი რუსეთის რუკით მიულოცა.
განმარტების გაკეთება მოუწია ბათუმის მერიის პრესამსახურის უფროსს, "შინაარსობრივ ნაწილზე მე ვიმუშავე. ამისთვის ბოდიშს ვიხდი" - თქვა თეკლა ჩიჩუამ.