ლევან ხაბეიშვილმა და გიორგი ვაშაძემ ზესტაფონსა და თერჯოლაში შეხვედრები გამართეს
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, პარტიების ლიდერებთან ერთად იმერეთის ორგანიზაციის წევრებს შეხვდენენ.
ხაბეიშვილის თქმით, გარდა ზესტაფონისა და თერჯოლისა, შეხვედრები გაიმართება ქუთაისში, წყალტუბოში და ვანში ადგილობრივ ლიდერებთან.
“ზესტაფონში, თერჯოლაში შევხვდით ჩვენს ადგილობრივ ლიდერებს, მადლობა გადავუხადე თითოეულს, რადგან ამ ადამიანებმა ქართველ ხალხთან ერთად ძალიან ბევრი იბრძოლეს, მათ შორის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. გვაქვს შემაჯამებელი შეხვედრები, ვემზადებით 2024 წლის არჩევნებისთვის და უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს მოქალაქე, რომელიც 1-0-ს უგებს რუსულ პარტიას, ეს გამარჯვება უნდა მიიყვანოს ბოლომდე და რუსული პარტია, რომელიც საბოტაჟირებდა კანდიდატის სტატუსს და ახლა ცხადია, ამ ევროპულ გზაზე ყველაფერს გააკეთებს, რომ საბოლოო ჯამში წევრი არ გახდეს ჩვენი ქვეყანა, უნდა ჩამოვაშოროთ მართვის სადავეებს.
გარდა თერჯოლისა და ზესტაფონისა, დღეს ჩვენ შევხვდებით ქუთაისში, წყალტუბოში, ვანში ჩვენს ადგილობრივ ლიდერებს და ცხადია, მათაც ყველას გადავუხდი მადლობას იმ ბრძოლისთვის და იმ თავგანწირვისთვის, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ აკეთებენ ადგილებზე, მათ შორის საკრებულოებში.” - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა