ივანიშვილი საქართველოს უმრავლესობისთვის უზარმაზარი პატივისცემის ადრესატია - სარჯველაძე

19.12.23 14:04
 ივანიშვილი საქართველოს უმრავლესობისთვის უზარმაზარი პატივისცემის ადრესატია -  სარჯველაძე

"ქართულ ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ "ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უმრავლესობისთვის უზარმაზარი პატივისცემის ადრესატია". 

 მიხეილ სარჯველაძეს პარტიის დახმარების მიზნით, ივანიშვილის პოლიტიკაში მესამედ დაბრუნების შესახებ ჰკითხეს, რაზეც დეპუტატმა თქვა, რომ "ქართული ოცნება შემდგარი პოლიტიკური პარტიაა და ეს მათ არაერთხელ დაამტკიცეს"

ქართული ოცნება შემდგარი პოლიტიკური პარტიაა, რომელიც ნებისმიერ არჩევნებზე დამოუკიდებლად პოზიციონირებას შეძლებს - და ბოლო წლების განმავლობაში, ეს არაერთხელ დაუმტკიცებია. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს. მე ჩვენს პარტიაში ადამიანი არ მეგულება, ვისთვისაც ის უზარმაზარი პატივისცემის ადრესატი არ იყოს - ასე არის საქართველოს უმრავლესობისთვისაც. 

ბიძინა ივანიშვილი საჯარო სივრცეს  დაუბრუნდა. ხანგრძლივი გაუჩინარების შემდეგ ქართველი ოლიგარქი  რუსთველის თეატრში, რამაზ ჩხიკვაძის იუბილეზე მივიდა. 

ოლიგარქის გამოჩენას  წინ „ქართული ოცნების“ მხრიდან  მისი ქების კამპანია უძღოდა. დღისით ღარიბაშვილმა ქვეყნის  ყველა მიღწევა მათ შორის კანდიდატის  სტატუსი  ივანიშვილის დამსახურებად მონათლა, დღის ბოლოს კი ოლიგარქი გამოჩნდა. 

ბიძინა ივანიშვილმა თეატრი მეუღლესთან ერთად კომენტარის გარეშე დატოვა.