რატომ არ შეუერთდა საქართველო "მაგინიციკის" სიას ახალი ვადით? - საგარეოს პირველი განმარტება
რატომ არ შეუერთდა საქართველო "მაგინიციკის" სიას ახალი ვადით? - 2 დღიანი დუმილის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ "პირველებს" წერილობითი პასუხი მიაწოდა.
საქართველომ აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით შეინარჩუნა ბოლო წლებში არსებული პრაქტიკა - წერია ილია დარჩიაშვილის უწყებაში.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ ევროკავშირის განცხადებებთან მიერთების სტატისტიკა ბოლო ერთ წელიწადში 50%-მდეა გაზრდილი:
საქართველომ აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით შეინარჩუნა ბოლო წლებში არსებული პრაქტიკა, რაზეც ინფორმირებულები არიან ჩვენი პარტნიორები. რაც შეეხება ზოგადად, ევროკავშირის განცხადებებთან მიერთების სტატისტიკა ბოლო ერთ წელიწადში მკვეთრად - 50% მდეა გაზრდილი.
საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადების თანახმად, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, „მაგნიტსკის ევროპული სია” 2026 წლის 8 დეკემბრამდე გახანგრძლივდეს.
გადაწყვეტილებას შეუერთდნენ კანდიდატი ქვეყნები: ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა, მოლდოვას რესპუბლიკა და ბოსნია და ჰერცეგოვინა, ასევე EFTA-ს (ვროპის ეკონომიკური ზონის) ქვეყნები: ისლანდია, ლიხტენშტეინი და ნორვეგია, ეწევრები.