შალვა პაპუაშვილი მაგნიცკის სიის ავტორს პოლიტიკურ კორუფციაში ადანაშაულებს
მაგნიცკის სიის ავტორს საქრათვლოს პარალემნტის თავმჯდომარე პოლიტიკურ კორუფციაში ადანაშუალებს. შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ პუტინის რეჟიმის კრიტიკოსმა და სიის ავტორმა სააკშვილის მხადსაჭერად ფული აიღო, ამიტომ საქართევლო იმ ქვეყნების ჩამონათვალში არ არის, ვინც მაგნიცკის სიის გახანგრძლივებას მხარს უჭერს.
ამასთან, სახელისუფლებო გუნდის წევრი ისევ ირწმუნება, რომ რუსთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარმა საქართველო ომისგან და ეკონომიკური კოლაფსისგან იხსნა.
ბილ ბროუდერისგან ჩვენ ერთადერთი რაც მოვისმინეთ, მოვისმინეთ ტყუილი საქართველოს მიმართ, რაც არის სირცხვილი. როდესაც ადამიანი ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტში მონაწილეობს თუ ა.შ., ვნახეთ ჩვენ იქ რა პოლიტიკურ კორუფციასაც ჰქონდა ადგილი, ამ პოლიტიკური კორუფციის მონაწილეა ისიც, ვინაიდან ჩვენ მოვისმინეთ ტყუილები მისი მხრიდან, თითქოს აწამეს სააკაშვილი, თითქოს მოწამლეს სააკაშვილი. ეს დიდი კამპანია იყო, რომელიც მიმდინარეობდა ჩვენი საერთო სამშობლოს, საქართველოს წინააღმდეგ. რაც შეეხება ამ სანქციების სიას, ეს იცით, რომ არ ეხება მხოლოდ რუსეთს, ეს ეხება რამდენიმე ქვეყანსა თუ რამდენიმე სუბიექტს . იცით, რომ საქართველო ჩრდილოეთ კორეის დაკავშირებით მიუერთდა ამ საკითხებს. რუსეთის მიმართ სანქციებს ჩვენ არ ვუერთდებით. ამ გადაწყვეტილებამ ჩვენ მოგვიტანა ის, რომ საქართველო არ დადგა ომის რისკის ქვეშ, საქართველო არ დადგა ეკონომიკური კოლაფსის რისკის ქვეშ და საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი, - ამბობს სალვა პაპუაშვილი.
საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადების თანახმად, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, „მაგნიტსკის ევროპული სია” 2026 წლის 8 დეკემბრამდე გახანგრძლივდეს.
გადაწყვეტილებას შეუერთდნენ კანდიდატი ქვეყნები: ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა, მოლდოვას რესპუბლიკა და ბოსნია და ჰერცეგოვინა, ასევე EFTA-ს (ვროპის ეკონომიკური ზონის) ქვეყნები: ისლანდია, ლიხტენშტეინი და ნორვეგია, ეწევრები.
საქართველო არ არის იმ ქვეყნების სიაში, რომლებმაც აქტის გახანგრძლივებას მხარი დაუჭირეს.