კიდევ ერთი ლუსტრაცია, რომ ხელისუფლება საქართველოში პუტინის რეჟიმს წარმოადგენს - ხაბეიშვილი მაგნიცკის სიის სკანდალზე
ენმ-ს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, ის ფაქტი, რომ "ოცნება" მაგნიცკის სიას არ შეუერთდა, კდიევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ქვეყანას პრორუსული ხელისუფლება მართავს.
ის, რომ მოსკოვში კონკრეტული კრიმინალების წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებას ისინი ხელს არ აწერენ, ეს არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება, კიდევ ერთი ლუსტრაცია, რომ ისინი პირდაპირ წარმოდგენენ პუტინის რეჟიმს საქართველოში, - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.
საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადების თანახმად, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, „მაგნიტსკის ევროპული სია” 2026 წლის 8 დეკემბრამდე გახანგრძლივდეს.
გადაწყვეტილებას შეუერთდნენ კანდიდატი ქვეყნები: ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა, მოლდოვას რესპუბლიკა და ბოსნია და ჰერცეგოვინა, ასევე EFTA-ს (ვროპის ეკონომიკური ზონის) ქვეყნები: ისლანდია, ლიხტენშტეინი და ნორვეგია, ეწევრები.
საქართველო არ არის იმ ქვეყნების სიაში, რომლებმაც აქტის გახანგრძლივებას მხარი დაუჭირეს.