რუსეთმა საქართველოსთან კიდევ ერთი დავა წააგო
რუსეთმა საქართველოსთან კიდევ ერთი დავა წააგო - პუტინის რეჟიმს პასუხისმგებლობა და ფინანსური ვალდებულება ევროსასამართლომ ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს ორი მოქალაქის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის გამო დააკისრა.
ორივეს საოკუპაციო რეჟიმი ჯაშუშობას ედავებოდა და ამ გამოგონილი ბრალდებით აფხაზეთის ციხეში 4 წელი გაატარეს.
კიდევ ერთი გადაწყვეტილება რუსეთის წინაღამედ სტრასბურგში დღეს გამოცხადდა, 6 წლიანი განხილვის შედეგ დიდმა პალატამ პუტინის რეჟიმი გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნო.