ბატონი ბიძინა თუ დაბრუნდა, მაშინ ოპოზიციას შეიძლება ერთი სავარძელიც არ ჰქონდეთ პარლამენტში - ხუნდაძე

19.12.23 17:01
ბატონი ბიძინა თუ დაბრუნდა, მაშინ ოპოზიციას შეიძლება ერთი სავარძელიც არ ჰქონდეთ პარლამენტში - ხუნდაძე

საპარლამენტო უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებაში "ქართული ოცნება" კვლავ უმრავლესობით მოვა და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მესამედ დაბრუნების საჭიროებას ვერ ხედავენ.

რუსული კანონის მხარდამჭერი, "ხალხის ძალის" წევრი დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ თუ ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება, მაშინ "ქართულ ოცნებას" ისეთი მაღალი რეიტინგი ექნება, რომ ოპოზიციას პარლამენტში ადგილი აღარ დარჩება. 

ჩვენ გვყოფნის ის რეიტინგი, რაც გვაქვს და შესაბამისად, რა სავარძლებსაც მივიღებთ პარლამენტში.
არავითარი წინაპირობა ამის არ არსებობს, 55 პროცენტი აქვს და ბატონი ბიძინა თუ დაბრუნდა, მაშინ შეიძლება ერთი სავარძელიც არ ჰქონდეთ პარლამენტში,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

სოზარ სუბარის თქმით, თავად ივანიშვილს აქვს ნათქვამი, რომ ის პოლიტიკაში აღარ დაბრუნდება.

თქვენივე კვლევებით ქართულ ოცნებას აქვს 4-ჯერ მაღალი რეიტინგი, ვიდრე ყველა ოპოზიციურ პარტიას ერთად აღებული და რაში შეიძლება სჭირდებოდეს დახმარება ქართულ ოცნებას.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მან ძალიან მკაფიოდ და გასაგებად თქვა, რომ აღარ დაბრუნდება პოლიტიკაში - დაამარცხა თქვენი საყვარელი ნაციონალური მოძრაობა, გაუშვა მიუსავლეთში და დაბრუნებას აღარ აპირებს,“ - ამბობს სოზარ სუბარი.