რაც არ უნდა მოიფიქროს „ოცნების“ წაგების შემთხვევაში ივანიშვილმა, მისი ე.წ. ტრიუკები იქნება წარუმატებელი - კუპრაძე

19.12.23 17:22
რაც არ უნდა მოიფიქროს „ოცნების“ წაგების შემთხვევაში ივანიშვილმა, მისი ე.წ. ტრიუკები იქნება წარუმატებელი - კუპრაძე

"სადაც კი ერევა ბიძინა ივანიშვილის ხელი, ის პოლიტიკური პროექტი არ არის ქართული პროექტი, ეროვნული პროექტი, ის იქნება წინააღმდეგობრივი და პირდაპირ დაკავშირებული რუსული დაკვეთების შესრულებასთან," - ამ განცხადებას "ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე აკეთებს.

როგორც კუპრაძე ამბობს, ბიძინა ივანიშვილი შეეცდება მმართველი ძალის მაშველ რგოლად გამოჩნდეს წინასაარჩევნოდ, თუმცა დარწმუნებულია, რომ საზოგადოება ამ ნაბიჯით აღარ მოტყუვდება.

შესაბამისად, რაც არ უნდა მოიფიქროს გამოსავალი სცენარი „ქართული ოცნების“ წაგების შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილმა, მისი ე.წ. ტრიუკები, ეს იქნება წარუმატებელი. ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად გამოჩნდება მათთვის, როგორც მაშველი რგოლი, რომელიც მესამეჯერ აღარ იმუშავებს - კიდევ დრო მოგვეცით, კიდევ გვაპატიეთ, ბოდიშის მოხდა, აღარ უშველის ქართულ საზოგადოებას,“ - ამბობს ირაკლი კუპრაძე.