გლდანში მიიყვანეს ივანიშვილი, როდესაც ნიკამ მოიგო პირველი ტური, თუმცა ვერც უშველა - ხატია დეკანოიძე

19.12.23 17:26
გლდანში მიიყვანეს ივანიშვილი, როდესაც ნიკამ მოიგო პირველი ტური, თუმცა ვერც უშველა - ხატია დეკანოიძე

ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში მესამედ დაბრუნებას ოპოზიცია არ გამორიცხავს. "ევროოპტიმისტების" დეპუტატი ხატია დეკანოიძე იხსენებს, წინა არჩევნებს, როდესაც გლდანში ბიძინა ივანიშვილი მიიყვანეს ამომრჩეველზე გავლენის მოსახდენად, თუმცა შედეგი არ ჰქონია მის გამოჩენას.

ხატია დეკანოიძე ფიქრობს, რომ ივანიშვილი გუნდის წევრებს შეცვლის, მათ შორის პარლამენტშიც იხილავს საზოგადოება ახალ დეპუტატებს. 

გლდანში მიიყვანეს, მე მახსოვს, ბიძინა ივანიშვილი, როდესაც ნიკამ მოიგო პირველი ტური გლდანში, ანუ ყველას კარგად გვახსოვს, ვერც უშველა მიყვანამ. არ გამოვრიცხავ, რომ ერთი მსახურები ჩაანაცვლოს მეორე მსახურებით ან მესამე მსახურებით, რა მნიშვნელობა აქვს, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მე მაინც მგონია, რომ ვიღაცებს გამოცვლის, მათ შორის პარლამენტშიც,“ - ამბობს ხატია დეკანოიძე.