ვგულშემატკივრობ, რომ ეს კაცი გამოჩნდეს ქართულ პოლიტიკაში - ხვიჩია ივანიშვილზე

19.12.23 17:30
ვგულშემატკივრობ, რომ ეს კაცი გამოჩნდეს ქართულ პოლიტიკაში - ხვიჩია ივანიშვილზე

"ვგულშემატკივრობ, რომ ეს კაცი გამოჩნდეს ქართულ პოლიტიკაში", - ამ განცხადებას "გირჩის" დეპუტატი იაგო ხვიჩია აკეთებს. როგორც ხვიჩია ამბობს, უკეთესი იქნება, თუ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდება, რადგან რეალურად გადაწყვეტილების მიმღები სახელისუფლებო გუნდში ის არის.

ვგულშემატკივრობ, რომ ეს კაცი გამოჩნდეს ქართულ პოლიტიკაში, რომ მოგვეცეს გაცნობის და მასთან დალაპარაკების საშუალება, იმიტომ, რომ მაინც ის კაცი მართავს და სხვასთან ლაპარაკს აზრი არ აქვს, ან ნაკლები აზრი აქვს. ის ვინც მართავს და ვისთან ლაპარაკსაც წესით აზრი უნდა ჰქონდეს, არ გველაპარაკება და გვეუბნება არ ვარ მე პოლიტიკაშიო, გეგონება, რამე ვაწყენინეთ და გაბუტულია,“ - ამბობს იაგო ხვიჩია.