ნაცებიდან ამოიზარდა "ოცნება", ანუ როგორც ბიბლიაშია - ადამ იშვა ისაკ და ეს შობის პროცესი გრძელდება - ნათელაშვილი

19.12.23 17:37
ნაცებიდან ამოიზარდა "ოცნება", ანუ როგორც ბიბლიაშია - ადამ იშვა ისაკ და ეს შობის პროცესი გრძელდება - ნათელაშვილი

"მისგან არაფრის გამორიცხვა, რაც ცუდსა და უბედურებას უკავშირდება, არ შეიძლება. ზურაბიშვილის სახით ივანიშვილი ცდილობს შეაკოწიწოს "ქართული ოცნება" 2", - ამ განცხადებას "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით საუბრისას აკეთებს.

ნათელაშვილი დარწმუნებულია, რომ სალომე ზურაბიშვილის გააქტიურება ბიძინა ივანიშვილის გარეშე არ ხდება. 

როგორც წინა რეჟიმმა მოქალაქეთა კავშირიდან ამოზარდა ნაციონალური მოძრაობა, მერე ნაცებიდან ამოიზარდა "ქართული ოცნება" - ანუ როგორც ბიბლიაშია - ადამ იშვა ისაკ, ისაკ შვა იოსებ და ა.შ. ასე შობენ ერთმანეთს და ეს შობის პროცესი გრძელდება და აღარ დაადგა საშველი ერთ კაი გინეკოლოგის გამოჩენას, რომელიც გადაკეტავს ამ საშოს და აღარ იშვებიან ეს პარაზიტები ერთი და იგივე ბუდიდან,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.