ოლიგარქის მესამედ მობრუნების ვერსია - "ოცნება" ივანიშვილის პოლიტიკური ტრიუკის მოლოდინშია
ბიძინა ივანიშვილი კობახიძე, მდინარაძე, მათიკაშვილის გვერდით არ დადგება - ქვეყნის არაფორმალური მმართველის მესამედ მობრუნების ვერსია. ეკა ბესელია, რომელმაც ივანიშვილთან ერთად "ქართული ოცნება" დააფუძნა, ამბობს, რომ თუ ოლიგარქი პოლიტიკაში ისევ მოვა, სულ სხვა გუნდთან ერთად გამოჩნდება. ამ ნაბიჯით კი ივანიშვილი შეეცდება, სრულად დისტანცირდეს "ოცნებისგან" და მისი ლიდერების დაშვებული შეცდომებისგან.
"ქართული ოცნება" ივანიშვილის პოლიტიკური ტრიუკის მოლოდინშია. ოლიგარქის საჯარო გამოჩენამ პარტიაში დიდი დაბნეულობა გამოიწვია, რადგან არავინ არასდროს იცის, რას უნდა ელოდონ ივანიშვილისგან. თუ "ოცნების" დამფუძნებელი არჩევნებზე მისივე პარტიას სხვა კონფიგურაციით დაუპირისპირდება, ეს "ოცნებისთვის" გარანტირებულად პოლიტიკურ დასასრულს ნიშნავს, ამიტომ დაბნეულობა დღეს ყველას ეტყობოდა. გადაჭრით ვერ ამბობდნენ, ბრუნდება თუ არა ოლიგარქი მესამედ ქართულ პოლიტიკაში.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.