განაჩენი, რომელსაც ოთხოზორიას ოჯახი 6 წელი ელოდა - ევროსასამართლომ საოკუპაციო რეჟიმი დამნაშავედ ცნო

19.12.23 20:11
განაჩენი, რომელსაც ოთხოზორიას ოჯახი 6 წელი ელოდა - ევროსასამართლომ საოკუპაციო რეჟიმი დამნაშავედ ცნო

 

 

ევროსასამართლომ გიგა ოთხოზორის სასტიკ მკვლელობაზე პასუხიმსგებლობა რუსეთს დააკისრა. საოკუპაციო ხაზთან ჩაცხრილულის ოჯახმა შვიდის წლის შემდეგ სამართალი სტრასბურგში იპოვა.  ვერდიქტი ევრსასამრთლომ დღეს გამოაცხადა და რუსეთს ოჯახისთვის 130 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.

ვინ უნდა აღასრულოს ევროპული სასამრთლოს ვერდიქტი, როდესაც რუსეთს დაუმორჩილებლობა აქვს გამოცხადებული? - ამ კითხვაზე იუსტიციის მინისტრს პასუხი არ აქვს. 

ოთხოზორიების ოჯახი 2016 წლის შემდეგ ეძებს სამართალს და საბოლოოდ, ევროსასამართლოში ოპოვა.  იგივე გზა გაიარა საოკუპაციო რეჟიმის სისატიკის კიდევ ორმა მსხვერპლმა. დღესვე  რუსეთმა საქართველოსთან კიდევ ერთი დავა წააგო. ამჯერად ფინანსური სანქციები პუტინის რეჟიმს ოკუპირებულ  აფხაზეთში საქართველოს ორი მოქალაქის წამებისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის გამო დააკისრა. გამოგონილი ბრალდებით ქართველები საოკუპაციო რეჟიმმა 4 წელი ციხეში გამოკეტა.

ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.