სიფრთხილე უნდა იქნას გამოჩენილი ჩინეთთან, როდესაც საქმე ეხება კრიტიკულ ინფრასტრუქტურას - კოლომინა

19.12.23 19:06
სიფრთხილე უნდა იქნას გამოჩენილი ჩინეთთან, როდესაც საქმე ეხება კრიტიკულ ინფრასტრუქტურას - კოლომინა

"უნდა იქნას გამოჩენილი სიფრთხილე, განსაკუთრებით როდესაც საქმე ეხება კრიტიკულ ინფრასტრუქტურას და შესაძლო ზედმეტი დამოკიდებულების შექმნას ზოგიერთი ინვესტიციის შედეგად," - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა  წარმომადგენელმა  ხავიერ კოლომინამ, ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე  განაცხადა.

კოლომინამ გარკვეული შეშფოთება გამოთქვა იმ საფრთხეებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩინეთისგან მოდის, სწორედ ამიტომ საქართველომ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს ისეთ თემებში, რომლებიც  კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ეხება. 

ჩვენ არ ვაყენებთ ერთმანეთის გვერდით რუსეთისა და ჩინეთის სიტუაციებს, მაგრამ გარკვეული შეშფოთება გვაქვს იმ საფრთხეებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩინეთისგან მოდის. ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენს პარტნიორებს და მოკავშირეებსაც კი შეიძლება ჰქონდეთ უფრო ახლო ურთიერთობა ჩინეთთან, რადგან ჩინეთი გარკვეულწილად შეიძლება იყოს პარტნიორი და გლობალური მოთამაშე, რომელთანაც ნატოსაც აქვს ურთიერთობები. მაგრამ ამავე დროს უნდა იქნას გამოჩენილი სიფრთხილე, განსაკუთრებით როდესაც საქმე ეხება კრიტიკულ ინფრასტრუქტურას და შესაძლო ზედმეტი დამოკიდებულების შექმნას ზოგიერთი ინვესტიციის შედეგად. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩინეთთან პარტნიორობა და ინვესტიციების მიღება არ შეიძლება ", - ამბობს კოლომინა.