ანტიკორუფციული ბიურო არაეფექტურია - პრემიერს ვენეციის კომისიის უმძიმესი დასკვნა წამოეწია
ევროსაბჭო საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვს, შექმნას ეფექტური უწყება, რომელიც ჩინოვნიკების დაუსაბუთებელი გამდიდრების შემთხვევებს გამოძიებს. ის, რაც გააკეთეს, დაწუნებულია. რეფორმა, რომელიც მთავრობას ეგონათ, რომ გაატარა, თავიდან აქვთ გასატარებელი.
ირაკლი ღარიბაშვილის მიერ შექმნილი ანტიკორუფციული ბიურო კრიტიკის ქარცეცხლში ვენეციის კომისიამ გაატარა. საერთაშორისო სამართლის ექსპერტებმა თქვეს, რომ რაჟდენ კუპრაშვილის ხელმძღვანელობით საბჭო არც დამოუკიდებელია, არც მიუკერძოებელი, წევრების უმრავლესობა კი ხელისუფლებასთან არის დაახლოებული.
ვენეციიის კომისიას არც ის დარჩენია ყურადღების მიღმა, რომ პრემიერის დანიშნული ანტიკორუფციული საბჭოს ხელმძღვანელი ღარიბაშვილთან ერთად ერთ შენობაში მუშაობს. შესაბამისად, აქვთ ბევრი კითხვა, როგორ უნდა გამოიძიოს რაჟდენ კუპრაშვილმა, მაგალითად, პრემიერის სავარაუდო კორუფციული გარიგებები. არადა, ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობა ევროკომისიის ერთ-ერთი მთავარი პირობა იყო. ღარიბაშვილს ეგონა, რომ ყველაფერი მოაგვარა, თუმცა გზად უმძიმესი დასკვნა წამოეწია.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.