პუტინის გულის მოგების კიდევ ერთი მცდელობა - "ოცნება" მაგნიტსკის სიას ეთიშება
პუტინის გულის მოგების კიდევ ერთი მცდელობა - საქართველო პუტინის მხარდამჭერების წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებს არ უერთდება. ოფიციალური თბილისი მაგნიტსკის სიას ავტომატურად ეთიშება.
ორდღიანი დუმილის შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტრომ რეალური მიზეზი არ გაამხილა და ყველაფერი ასე ახსნა: ქვეყანამ შეინარჩუნა ბოლო წლებში არსებული პრაქტიკა. თუმცა, ჩნდება კითხვა, რომელ წლებზე მიუთითებს დარაჩიაშვილი. 2020 წელს საქართველო მაგნიტსკის სიის გაახლებას მხარს უჭერდა.
უფრო მეტი პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა და მთავარი მიზეზიც გათქვა. პაპუაშვილმა იერიში მაგნიტსკის სიიის ავტორზე მიიტანა და ბილ ბროუდერი პოლიტიკურ კორუფციაში დაადანაშაულა. როგორც გაირკვა, "ოცნების" გაბრაზების მიზეზი ბროუდერის მიერ სააკაშვილის მხარდამჭერი განცხადებები გახდა. ამ პოლიტკური შურისძიების გამო კი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა საქართველო სულ სხვა მხარეს დადგა. არადა, ევროკომისიამ პირიქით დაგვავალა, რომ საგარეო პოლიტიკა ევროკავშირთან დაახლოებულიყო.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.