კანდიდატის სტატუსის მილოცვა რუსეთის რუკით - ბათუმის მერიაში რუკები აერიათ
ბათუმის მერიაში რუკაზე რუსეთს და ევროპას ვერ არჩევენ. ის, რასაც ბათუმის მერი ტექნიკურ ხარვეზს უწოდებს, ოპოზიციისთვის სხდომის დატოვების მიზეზი გახდა.
ზღვისპირა ქალაქის მერმა ბათუმელებს კანდიდატის სტატუსის მიღება რუსეთის ფონზე მიულოცა, თუმცა რუსეთის ტერიტორია ევროკავშირის დროშით იყო გაფორმებული. მას შემდეგ, რაც ბათუმის საკრებულოში ვითარება დაიძაბა, არჩილ ჩიქოვანი იძულებული გახდა, თავის მართლების რეჟიმზე გადასულიყო, თუმცა მისი არგუმენტები ოპონენტებისთვის არადამაჯერებელი აღმოჩნდა. სხდომა, სადაც მერს ბათუმის ბიუჯეტი უნდა წარედგინა, ოპოზციამ პროტესტის ნიშნად დატოვა.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.