ბევრი საარჩევნო უბანი საზღვარგარეთ - მამუკა ხაზარაძე ემიგრანტებს ამსტერდამში შეხვდა

19.12.23 20:38
ბევრი საარჩევნო უბანი საზღვარგარეთ - მამუკა ხაზარაძე ემიგრანტებს ამსტერდამში შეხვდა

 

 

ბევრი საარჩევნო უბანი საზღვარგარეთ ემიგრანტებისთვის - ეს არის ქართველების მთავარ გზავნილი ქვეყნის ფარგლებს გაარედან. საქართველოდან გაჭირვების გამო გაქცეული ადამიანებისთვის 2024 წლის არჩევნები  გადამწყვეტია, რადგან იციან, რომ თუ მომავალ წელს ქვეყნის პოლიტიკური რეალობა არ შეიცვალა, შესაძლოა, საზღვარგარეთ ყოფნა კიდევ დიდხანს მოუწიოთ, საკუთარი სამშობლოდან და ოჯახებიდან შორს.

ბრიუსელი, სტრასბურგი და ახლა უკვე ამსტერდამი - "ლელოს" ლიდერი უკვე ერთი კვირაა, ემიგრანტებს ესაუბრება. მამუკა  ხაზარაძემ ქართველებს უთხრა, რომ ყველა პრობლემა იმ შემთხვევაში მოგავრდება, თუ ქვეყანაში ერთპარტულ მმართველობას წერტილი დაესმევა, ამისთვის კი აუცილებელია, ყველა ემიგრანტის ხმა არჩევნებზე.

ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში.