ლევან ხაბეიშვილმა იმერეთის წლის შემაჯამებელი შეხვედრა წყალტუბოში გამართა

19.12.23 20:10
ლევან ხაბეიშვილმა იმერეთის წლის შემაჯამებელი შეხვედრა წყალტუბოში გამართა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა იმერეთის წლის შემაჯამებელი შეხვედრა წყალტუბოში გამართა. 

ხაბეიშვილის განცხადებით, რეგიონებში ადგილობრივ ლიდერებს ხვდებიან იმისთვის, რომ დაწყებული გამარჯვება 2024 წელს ბოლომდე მიიყვანონ.

ქართველი ხალხი რუსულ პარტიას ამარცხებს 1-0-ს. კანდიდატის სტატუსი მიიღო ქართველმა ხალხმა და ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, რომ კანდიდატის სტატუსზე განაცხადის შეტანაც არ უნდოდა რუსულ პარტიას და აცხადებდა, რომ თურმე ჩალის ფასი აქვს ევროკავშირის რეზოლუციას, რომ სტატუსი არ გვჭირდება, სადაც უნდა იქ წაიღონ ეს სტატუსი თუ არ მოგვცემენ. შემდეგ რუსულ კანონს იღებდნენ, მძიმე მდგომარეობაში ამყოფებდნენ პრეზიდენტ სააკაშვილს, შემდეგ იმპიჩმენტი გადაწყვიტეს, ამიტომ იმერეთში, ყველა ქალაქში ჩვენს მხარდამჭერებს და ადგილობრივ ლიდერებს ვუხდით მადლობას, გვაქვს შემაჯამებელი შეხვედრები. დიახ, ამ ხალხის და ქართველი ხალხის დამსახურებაა, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ. დღეს შეხვედრა გვქონდა თერჯოლაში, ზესტაფონში, ქუთაისში, ახლა გვაქვს წყალტუბოში, გვექნება ვანში. ვხვდებით ჩვენს ადგილობრივ ლიდერებს იმისთვის, რომ ეს დაწყებული გამარჯვება 2024 წელს მივიყვანოთ ბოლომდე და საქართველო გავათავისუფლოთ რუსული რეჟიმისგან, რუსული პარტიისგან და გაიმარჯვოს ქართველმა ხალხმა. მე დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში ასეც იქნება.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.