ჯერი მთავრობაზეა. სიკვდილამდე, მინდა დავინახო ჩემი შვილის მკვლელი კანონიერად დასჯილი - ოთხოზორიას დედა
"ახლა უკვე ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება, ჩვენი ქვეყნის სამართალდამცავები უნდა გამოვდნენ და ყველა შეხვედრაზე უნდა მოითხოვონ, რომ ჩემი შვილის მკვლელი, გადმოეცეს. სიკვდილამდე, ნამდვილად მინდა დავინახო ჩემი შვილის მკვლელი კანონიერად დასჯილი," - ამ განცხადებას საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას დედა, ჯულიეტა ჭანტურია „რეაქციაში“ აკეთებს.
ოთხოზორიას დედა, ჯულიეტა ჭანტურია დღეს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვით, სასტიკად მოკლული ახალგაზრდა კაცის ოჯახმა რუსეთს დავა მოუგო.
ოთხოზორიას დედა მთავრობას აქტიურობისკენ მოუწოდებს, რადგან ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით საქართველოს ხელისუფლებას მიეცა ბერკეტი, რომ დამნაშავის გადმოცემა მოითხოვოს.
უნდა გამოიყენონ თავიანთი პრესტიჟისთვის, თავიანთი საქმიანობის დადებითად შეფასებისთვის აბსოლუტურად ყველა ბერკეტი და თუ გამოიყენებენ ხომ კარგი, დაეწერებათ დიდი პლიუსები იმიტომ, რომ ეს იქნება საქმე არა მხოლოდ გიგა ოთხოზორიას საქმეზე გამოტანილი დადებითი გადაწყვეტილების გადასაწყვეტად. არამედ ამ საქმის კარგად დამთავრებით ისინი აჩვენებენ იმ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც, ჩვენს ხალხსაც, შვილმკვდარ მშობლებსაც, რომ ყველაფერს გააკეთებენ და ყველაფერს იღონებენ იმისთვის, რომ მათი შვილების საქმეებიც, რომლებიც ამავდროულად გადაცემულია სტრასბურგის სასამართლოში, მათი საქმეებიც გადაწყდება დადებითად. ჯერ მათზეა, ახლა უკვე ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება, ჩვენი ქვეყნის სამართალდამცავები უნდა გამოვდნენ და ყველა შეხვედრაზე უნდა მოითხოვონ, რომ ჩემი შვილის მკვლელი, რომელმაც საზღვრიდან 50 მეტრის დაშორებით შემოსულმა, 4-მა შეიარაღებულმა პიროვნებებმა სასტიკად, ადგილობრივი მცხოვრებლების თვალწინ ჩაცხრილა ჩემი შვილი. თუ ამ საკითხს დააყენებენ ისე, რომ მათი მოთხოვნა იქნება კატეგორიული და გადმოეცემა ჩემი შვილის მკვლელი საქართველოს მხარეს იმისთვის, რომ იმ ერთმა პიროვნებამ მაინც აგოს პასუხი ასეთ სასტიკ მკვლელობაზე აი მაშინ, მათ საქმიანობას მოსახლეობაც დაიჯერებს, რა თქმა უნდა, ჩემი ოჯახი დიდად კმაყოფილი იქნება ასეთი მოქმედებით და ყველა შვილმკვდარი ოჯახი კმაყოფილი იქნება.
მე მესმის, საუბარია, არ ვიცი, ჩვენთვის ეს რამდენად ხელმისაწვდომი იქნება, ეს როგორ გადაწყდება, თუ ასეთი უიმედობით შევხედავთ ამ საქმეს, რა თქმა უდა, რუსეთი თავისით არაფერს მოგვართმევს, არც ჩემი შვილის გარეწარ მკვლელს გადმოსცემს ქართულ მხარეს, რომ კანონიერად, კანონით განსაზღვრული და მისთვის მისჯილი პატიმრობა ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოიხადოს, რომ ვიცოდე, რომ ჩემი შვილის მკვლელი დასჯილია ასეთი სასტიკი მკვლელობისთვის,“ - განაცხადა ჯულიეტა ჭანტურია.
ოთხოზორიას დედა საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რომ ყველა შეხვედრაზე ეს საკითხი დააყენოს.
დღეს გამოცხადებულმა გადაწყვეტილებამ მთელი საქართველოსთვის კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა ღირსების საკითხის გადასაწყვეტად. რას მოველი ჩვენი ხელისუფლებისგან და იმას მოველი, რომ ახლა მათ ხელთ უკვე აქვთ ისეთი საბუთი, რომლის დახმარებითაც შეუძლიათ მათ რუსეთს წაუყენონ თავიანთი ვერაგული საქმის გამო პასუხი იმაზე, რაც ხდება ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ყველანაირად მათ უნდა გადაწყვიტონ, სახელმწიფოს მეთაურებმა, რომ ამ საქმის კარგად დამთავრებისთვის ყველანაირ ნაბიჯს გადადგამენ, ექნებათ სურვილი იმისა, რომ დადებითად გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ევროპულმა სასამართლომ და აჩვენებენ იმას, რომ ჩვენი ხელისუფალი, ჩვენი მთავრობა იბრძვის თითოეული ქართველი ადამიანის სიცოცხლის დაცვისთვის, სახელმწიფოს ინტერესების დაცვისთვის და სახელისთვის. არ ვიცი, რამდენად ხელმისაწვდომი იქნება, რუსეთთან, დამპყრობელ ერთან, ყველაფერ ამის მიღწევა, მაგრამ იმედი მრჩება იმისა, რომ არაფერს დაიშურებენ თავიანთი საქმიანობით საერთაშორისო შეხვედრებზე წინ წამოწევენ არა მხოლოდ ჩემი შვილის საქმეს, არამედ იმ ახალგაზრდების თუ ხანშიშესულების საქმეებს, რომლებიც რუსი ოკუპანტების მიერ სასტიკად ნაწამები, სასტიკად ჩაცხრილული სიცოცხლეს გამოასალმა ამ ვერაგმა ერმა,“ - განაცხადა ოთხოზორიას დედამ.
ევროსასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე რუსეთი დამნაშავედ სცნეს - დადასტურდა, რომ ოკუპანტმა ქვეყანამ სიცოცხლის უფლება დაარღვია. პუტინის რუსეთს ოთხოზორიას ოჯახისთვის 130 000 ევროს კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.