ბრიუსელი არ არის მოსკოვი ანუ ტანკს ხომ არ შემოიყვანს რეჟიმის დასამარცხებლად, რეჟიმს ამარცხებენ მოქალაქეები - კირთაძე
„ბრიუსელი არ არის მოსკოვი და კრემლი ანუ ტანკს ხომ არ შემოიყვანს რეჟიმის დასამარცხებლად, ნებისმიერ რეჟიმს დემოკრატიული გადასახედიდან ამარცხებენ მოქალაქეები,“ - ეს განცხადება "ევროპული საქართველოს" წევრმა თენგო კირთაძემ „რეაქციაში“ გააკეთა.
კირთაძის თქმით, არასწორი აქცენტები იყო დასმული სტატუსის მიღებამდე, მათ შორის ოპოზიციის მხრიდან.
პრობლემა რაში მდგომარეობს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით - მე მისი მნიშვნელობის დაკნინება ზოგადად არ მინდა. ეს არის ერთ-ერთი ნაბიჯი, მაგრამ ჩვენთვის ეს ნაბიჯი არც საკმარისია და არც არაფრის მომცემი არ იყო. არასწორი აქცენტი გავაკეთეთ იმაზე, რომ ჩვენ საზოგადოებაში და სამწუხაროდ, ძალიან ბევრმა ოპოზიციურმა პარტიამ შეუწყო ხელი ამას, რომ გათვლა იყო არასწორი ანუ „ქართული ოცნება“ ვერ აწევს იმ წინაპირობას, ვერ გაითვალისწინეს მათ გეოპოლიტიკური მდგენელი ამ საკითხის, ბრიუსელს რაღაც გადაწყვეტილება უნდა მიეღო და უკრაინაში ომის გათვალისწინებით და ახალი გეოპოლიტიკური წესრიგის გათვალისწინებით მას მოუწია გეოპოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება. ბრიუსელში გიჟები ხომ არ არიან, იმათ ხომ იციან, რომ ქართულმა ოცნებამ არაფერი არ შეასრულა. თუ 2022 წლის ივლისში არ ეკუთვნოდა ქართულ ოცნებას სტატუსი, იმას არაფერი დამატა, ერთადერთი ლევან იოსელიანი დანიშნა სახალხო დამცველად, უცებ წელიწადნახევრის შემდეგ გვაძლევენ კანდიდატის სტატუსს. ანუ ქვეყანას ამით არაფერი არ მიუღია, იმიტომ, რომ სტატუსის უკან დგას კონკრეტული შინაარსი - დამოუკიდებელი სასამართლო, დამოუკიდებელი და ერთმანეთის კონტროლის ქვეშ მყოფდი სახელმწიფო ინსტიტუტები, სამოქალაქო საზოგადოება.
ბრიუსელი არ არის მოსკოვი და კრემლი ანუ ტანკს ხომ არ შემოიყვანს რეჟიმის დასამარცხებლად, ნებისმიერ რეჟიმს დემოკრატიული გადასახედიდან ამარცხებენ მოქალაქეები. იმისთვის, რომ ჩვენ ეს გეოპოლიტიკური ფანჯარა გამოვიყენოთ და 2030 წლამდე მოვახერხოთ თავისუფალ სამყაროში სრულფასოვანი ინტეგრაცია, გვჭირდება დემოკრატიული ცვლილებები. დემოკრატიულ ცვლილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლევთ, თუ ამ ქვეყნის მოქალაქეებმა გაიაზრეს რაში მდგომარეობს ამ რეჟიმთან დაკავშირებული საფრთხე,“ - ამბობს კირთაძე.