პირველი დარტყმა უკვე მიიღო დღეს „ოცნებამ“ და წამოვა დარტყმები მათზე, იძულება და პრესინგი ყველა მხრიდან - ლიკა ბასილაია

19.12.23 21:50
პირველი დარტყმა უკვე მიიღო დღეს „ოცნებამ“ და წამოვა დარტყმები მათზე, იძულება და პრესინგი ყველა მხრიდან - ლიკა ბასილაია

„პირველი დარტყმა უკვე მიიღო დღეს „ქართულმა ოცნებამ“ და წამოვა და წამოვა დარტყმები მათზე, იძულება და პრესინგი ყველა მხრიდან,“ - ამ განცხადებას „რეაქციაში“ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ლიკა ბასილაია-შავგულიძე აკეთებს.

ლიკა ბასილაია-შავგულიძე ვენეციის კომისიის კრიტიკულ დასკვნას ეხმაურება და ამბობს, რომ კრიტიკული ანგარიშების რაოდენობა გაიზრდება, რადგან რეფორმებს ხელისუფლება არ ატარებს. 

ანტიკორუფციული სააგენტოს შეფი დანიშნა პირდაპირ ღარიბაშვილმა, რაზეც კრიტიკული საშინელი რისხვა დაატეხა ამას ვენეციის კომისიამ, ოდირმა - პრემიერი არ შეიძლება ნიშნავდეს დამოუკიდებელი ბიუროს ხელმძღვანელს, რომელმაც უნდა პრემიერი გააკონტროლოს. ამ გარემოებაზე თავიდანვე მეცინებოდა. 
პირველი დარტყმა უკვე მიიღო დღეს „ქართულმა ოცნებამ“ და წამოვა და წამოვა დარტყმები მათზე, იძულება და პრესინგი ყველა მხრიდან. ხალხმა დაიჯერა, რომ ევროკავშირი მზად არის საქართველო მიიღოს თავის რიგებში, ხალხი გახარებულია, მომავლის პერსპექტივა გაუჩნდათ.
შეგიძლია, რომ მწვერვალზე ახვიდე და ამ დროს გეღობება „ქართული ოცნება“, გამჯდარი კლანებით, იმით, რომ არ ასრულებს მოთხოვნებს," - ამბობს ლიკა ბასილაია.