"თვალები ვინ დათხარა ხალხს ევროპის მოთხოვნაზე?" "მაგაზე პასუხი სტრასბურგის სასამართლოს დასკვნაში ამოიკითხე" - დაპირისპირება "რეაქციაში"
„თუ ვინმე არის დაინტერესებული, რომ ენმ-მა შეინარჩუნოს თავისი პოზიციები, ეს პირველ რიგში, ოცნება არის,“ „არ მოგბეზრდათ ეს ზღაპარი? გაიზარდეთ რა,“ – კამათი და დაპირისპირება „რეაქციის“ სტუდიაში.
ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გია ჭანტურია და პარტია „საქართველოსთვის“ წევრი თბილისის საკრებულოში გიორგი შარაშიძე დაუპირისპირდნენ.
არ მოგბეზრდათ ეს ზღაპარი? გაიზარდეთ რა, იზრუნეთ რა თქვენს ამომრჩეველზე, ნუ გგონიათ ნურც "ლელოს" და ნურავის, რომ ენმ-ს გინებით, ბევრი ხალხი მოვა თქვენთან, ასე არ ხდება. თქვენ იზრუნეთ, რომ დაეწიოთ და გაასწროთ. სხვა პარტია არ უნდა მეუბნებოდეს, რომ ისე მოიქეცი, მე მეტი ხმა მქონდესო, თქვენ მოიქეცით ისე.
კორუფციაზე ლაპარაკობდი და გახარია იყო ქართულ ჯიგრულ პონტში ყველაფერი „მოჟნაო“, მე ვიყავი? თვალები ვინ დათხარა ხალხს ევროპის მოთხოვნაზე, თქვენი ლიდერი არ იყო? მე ხომ არ შეგიტიე და ნუ შემიტევ, თვალები დათხარა შენმა ლიდერმა ხალხს, ვისაც ევროპა უნდოდა და მოდიხარ და ენმ-ზე მელაპარაკები? პრემიერი ოცნების,“ - თქვა გია ჭანტურიამ.
მაგაზე პასუხი სტრასბურგის სასამართლოს დასკვნაში ამოიკითხე და კორუფციასთან დაკავშირებით, რომ სწორედაც რომ ჩვენ - გახარიას გუნდი იქნება ის, ვინც ამ ქვეყანაში დაასრულებს კორუფციას. გახარია, როდესაც იყო მთავრობაში და განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრი, მაშინ ის ებრძოდა კორუფციას. იმიტომაც წამოვიდა. სტატისტიკა ადასტურებს, რომ სწორედ გიორგი გახარიას მიერ ოცნების დატოვებიდან სამ წელიწადში კორუფციამ ამ ქვეყანაში მიიღო განუსაზღვრელი მასშტაბები, ისეთი, როგორიც არასდროს არ ყოფილა,“ - უპასუხა გიორგი შარაშიძემ.