დაიწყოს მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაცია - საბა ბუაძე ქუჩის ძაღლების პრობლემაზე
მიუსაფარი ძაღლების პრობლემა ქვეყანაში - ოპოზიცია გამოსავალზე საუბრობს. "ლელოს" წევრი საბა ბუაძე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს და ამბობს, რომ საჭიროა ქუჩის ძაღლების კასტრაცია, რათა კონტროლიდან გამოსული რაოდენობა შემცირდეს.
მიუსაფარი ცხოველების პრობლემა და ეპიდემია არის კიდევ ერთი ჩავარდნა, რომელიც არის "ქართული ოცნების" და კალაძის ანგარიშზე. ყველა ფეხის ნაბიჯზე ჩვენ გვხდება მიუსაფარი ცხოველები. ეს არის მზარდი პრობლემა როგორც ცხოველების მოყვარულებისთვის, ისე იმ ხალხისთვის, ვისაც ეშინია ამ ცხოველების და სასწრაფოდ არის აუცილებელი, რომ გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები პოპულაციის მართვისათვის, დაიწყოს ამ ცხოველების სტერილიზაცია, კასტრაცია, რომ კონსტროლიდან გამოსული რაოდენობა რამენაირად კალაპოტში ჩადგეს, - ამბობს საბა ბუაძე.
შეგახსენებთ, რომ გურიაში პიტბულმა 2 წლის ბავშვი დაკბინა. ლაზარეს თავზე რთული ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა სტაბილურია.
ორი ადამიანი დაკბინა ძაღლმა ხაშურშიც. პარალელურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით იძებნება მოზარდი, რომელიც ძალღმა დაკაწრა და შემდეგ ცხოველს ცოფი დაუდასტურდა. ახლა ბაშვის პოვნა და მისთვის სამედიცინო მანიპულაციების ჩატარებაა აუცილებელია.