სააკაშვილი პუტინის პირადი პატიმარი და ტყვეა - სასამართლოსთან ენმ-ს ლიდერები იკრიბებიან

20.12.23 11:41
სააკაშვილი პუტინის პირადი პატიმარი და ტყვეა - სასამართლოსთან ენმ-ს ლიდერები იკრიბებიან

საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესის დაწყების პარალელურად საპროტესტო აქციას მარტავენ. ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე ამბობს, რომ პროტესტის მთავარი სათქმელია, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები აღარ უნდა იყვნენ.

ოპოზიციის წევრის თქმით, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, რომელიც დღეს საქართველოს ძალიან სჭირდება,  პუტინის და ივანიშვილის პირადი პატიმარია. 

დღეს გაიმართება მორიგი პოლიტიკური პროცესი, იმიტომ, რომ ამ საქმეს საერთო სასამართლოსთან და სამართლიანობასთან არაფერი აქვს. იცით, რომ მიხეილ სააკაშვილი ფსბ-შნიკი ფარცხალაძის დაწერილი სამარცხვინო ბრალდებით სამართლდება დღეს, არის მორიგი სასამართლო და პუტინის დავალება სრულდება რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის ხელით, როდესაც მას ასევე სანქცირებული მოსამართლეები ასამართლებენ. როდესაც მივიღეთ ჩვენ კანდიდატის სტატუსი და გვინდა, რომ გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები და ეს აუცილებლად ასე უნდა იყოს, ამ დროს ქვეყანაში გყავდეს პოლიტიკური პატიმრები, ეს არის, რა თქმა უნდა, ქვეყნის ღალატი და მიხეილ სააკაშვილი სხვა არაფერია, თუ არა პუტინის პოლიტიკური პატიმარი და ტყვე და დიდი სიამოვნებით ასრულებს ამ დავალებას რუსი ოლიგარქი ივანიშვილი. ამიტომ, დღეს მოვედით, რომ კიდევ ერთხელ ვუთხრათ ყველას, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ქვეყანაში არ უნდა იყვნენ პოლიტიკური პარტიები და მიხეილ სააკაშვილი, მისი რესურსები, მისი შესაძლებლობები, მისი ენერგია, მისი კავშირები უნდა გამოვიყენოთ ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ, - ამბობს ირაკლი ნადირაძე.