ვენეციის კომისიის უმწვავესი დასკვნა - რა გაიგეს "ოცნებაში"?
ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნის მიუხედავად, მთავრობა ისევ ამტკიცებს, რომ პრემიერის დაქვემდებარებაში მყოფი ანტიკორუფციული ბიურო დამოუკიდებელი უწყებაა. ამასთან, ასაქართველოს მთავრობის ადინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ამბობს, რომ საჭირო იქნება გარკვეული ცვლილებები და საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინება.
რადგან კანონმდებელმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ იმ ფორმით შექმნილიყო, როგორიც არის, ვვარაუდობ, რომ საჭირო იქნება გარკვეული ცვლლებები და ვენეციის კომისიის რეკომდენაციების გათვალისწინება. დარწმუნებული ვარ, იქნება კონსულტაციები საპარლამენტო გუნდში იმისთვის, რომ მიღებული იყოსადეკვატური გადაწყვეტილება. ჩვენ, სხვათაშორის, ოჯიპის ფარგლებშიც ვიმსჯელეთ, გადაინაცვლა პარლამენტის კომპეტენციაში და მან მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება, რომ შექმნილიყო დამოუკიდებელი ინსტიტუციის სახით, რაც, მე ვფიქრობ, რომ არის, - ამბობს რევაზ ჯანელიძე.
შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ვერ პასუხობს კითხვას, როდის და როგორ უნდა მოხდეს ახალი უწყების ფორმირება.
ანტიკორუფციული ბიურო არის ცალკე, დამოუკიდებელი უწყება, მას ჰყავს თავის ხელმძღვანელი, აქვს თავის გავითარების სტრატეგია, სამოქმედო გეგმა და ამის მიხედვით მუშაობენ. მე წარმოვადგენ შსს-ს და როგორ უნდა გიპასუხოთ, სხვა უწყება რა მიმართულებით აპირებს განვითარებას? , - ამბობს ალექსანდრე დარახველიძე.
საქართველოს მთავრობას ვენეციის კომისიამ წამზომი ჩაურთო. უწყება, რომელიც კორუფციასთან ბძოლისთვის შეიქმნა, საერთაშორისო ექსპერტებმა დაიწუნეს. დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ პრემიერის მიერ შექმნილი ანტიკორუფციული ბიურო ვერც კორუფციულ გარიგებებს გამოიძიებს, ვერც ხალხისთვის მოპარული ფულის კვალზე გავა, ვერც ვერავის დასჯის და ვერც ვერავის დაასანქცირებს. ვენეციის კომისია პირდპირ ითხოვს, რომ ანტიკორუფციული ბიუროს შეფი, ვინც ჩინოვნიკების დაუსაბუთებელი გამდიდრების საქმეები უნდა გამოიძიოს იმისთვის, რომ ნდობა ჰქონდეს, მრავალპარტიული ჩართულობით უნდა დამტკიცდეს.